| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ თევზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1943 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვის სამხედრო აკადემიაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ დატოვეს ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ სამხედრო დაწესებულებაში მოსკოვის მახლობლად. 1951 წელს თბილისში დაბრუნდა. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი და სწავლა ასპირანტურაში გააგრძელა. 1964 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ამის შემდეგ იწყება მისი სამეცნიერო მოღვაწეობის და მუშაობის პერიოდი. სხვადასხეა წელს მუშაობდა თბილისის იზოტოპების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში განყოფილების გამგედ და ა. შ. სპეციალობის მიხედვით მუშაობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო ათეულობით სამეცნიერო ნაშრომისა და ორიგინალური გამოგონების ავტორი. 1977-1987წწ. - გორის სამეცნიერო-კელევითი ინსტიტუტის "ავტომატმრეწვის" დირექტორი. მისი დირექტორობის პერიოდში "ავტომატმრეწვში" დაინერგა კვლევის ახალი მეთოდები. შემცირდა სამეცნიერო მიღწევათა პრაქტიკაში დანერგვის ვადები. დამუშავებულმა სისტემებმა, კომპლექსებმა თუ ანალიტიკურმა ხელსაწყოებმა სრულად დააკმაყოფილეს იმ დროისთვის არსებული მოთხოვნები, რამაც ინსტიტუტს საშუალება მისცა გაეზარდა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტი. ამ პერიოდში "ავტომატმრეწვის" მიერ შექმნილ ავტომატიზაციის საშუალებებზე (განსაკუთრებით ანალიტიკურ ხელსაწყოებზე) საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები, უამრავი დიპლომი, სიგელი, პრემია და ა.შ.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

