| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოგი თურქია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ავტომატიკის და ტელემექანიკის სპეციალობით 1959 წელს. 1965-1966წწ. სტაჟირება გაიარა გლაზგოს უნივერსიტეტში (შოტლანდია); 1974-1979წწ. მიწვეული იყო ელ-ტაბინის მეტალურგიულ ინსტიტუტში (კაირო, ეგვიპტე) ავტომატური მართვის სისტემის კათედრის პროფესორად; 1984-1986წწ. მიწვეული იყო ინდოეთის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და ინდოეთის მეცნიერებათა ინსტიტუტში (დელი, ბომბეი, ბანგადორი). 1992-1998წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაეროს პროექტით არსებულ მენეჯმენტის უმაღლეს სკოლას. 1995-1999წწ. იყო სახელმწიფო მოხელეთა გადამზადების კოლეჯის - PAST (Public Administration College of TACIS) დეკანი. 1997 წელს ამერიკის მთავრობამ დააფინანსა სამხრეთ კავკასიაში ბიზნესის ადმინისტრირების უმაღლესი კვალიფიკაციის კადრების მომზადების პროექტი. პროექტის განხორციელებას ამერიკის მხრიდან ხელმძღვანელობდა ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკ რობინსონის ბიზნესის კოლეჯი, საქართველოს მხრიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და თეუს-ის ბაზაზე შექმნილი კონსორციუმი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ამ კონსორციუმის კოორდინატორი იყო პროფესორი გოგი თურქია და მისი დიდი დამსახურებაა, რომ კავკასიის ბიზნესის სკოლა სწორედ თბილისში დაფუძნდა. კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიის ბიზნესის სკოლის (1998) და კავკასიის უნივერსიტეტის (2005) თანადამფუძნებელი. საქართველოში ახალი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაბამისი უმაღლესი კვალიფიკაციის სახელმწიფო მოხელეების, მენეჯერების, ფინანსისტების, მარკეტოლოგების და ა.შ. მომზადების ორგანიზატორი და წარმმართველი. წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.267-268; კავკასიის უნივერსიტეტი: https:cu.edu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

