The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოჩა ლომია

გოჩა ლომია
Date of birth:20 February, 1953
Date of death:23 August, 2021  (at 68 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია.

დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის იურიდიულ ფაკულტეტი.

1967 წელს მე-8კლასის მოსწავლე ქართულ მხატვრულ ფილმ "ღიმილის ბიჭების" გადაღებაზე მიიწვია. მან შესანიშნავად შეასრულა "ბოლოკას" როლი. 1969 წელს ცხაკაიაში კინოთეატრ "რუსთაველში" მაყურებელმა შეხვედრა მოუწყო ქართული ფილმის – "ღიმილის ბიჭების" პერსონაჟებს. მან მომდევნო წლებში კიდევ ორ ფილმში ("მოხეტიალე რაინდებსა" და "ნერგებში") შეასრულა მთავარი როლები. ყველა თაობის "ღიმილის ბიჭს" ქართული კინოს ისტორიასა და მშობლიური ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. 1978-1982წწ. სპეციალობით იმუშავა ცხაკაიას სოფლის მეურნეობის სამმართველოში; 1982-1985წწ. ნოსირის რკინა-ბეტონის კონსტრუქციების ქარხანაში; 1986-1991წწ. სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ცხაკაიას N5 ტრესტის კომპლექტაციის სამმართველოსა და სამხედრო სავაჭრო N671 ბაზაში; 1991-1999წწ. სენაკის ადვოკატურასა და 1999-2003წწ. ქალაქის გამგეობაში.

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია. - სენაკი, 2020. -გვ.275; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

Awards and Honors

  • სენაკის საპატიო მოქალაქე

Share: