The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა გურგენიძე

შოთა გურგენიძე
დაბადების თარიღი:1919
გარდაცვ. თარიღი:1983  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აბანოეთი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1943 წელს.

1943 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს საბჭოთა არმიაში სამხედრო ექიმად და მიანიჭეს კაპიტნის წოდება. მონაწილეობდა ქერჩის საბრძოლო ოპერაციებში და ბევრ ქართველ დაჭრილ მეომარს შეუნარჩუნა სიცოცხლე. სამამულო ომის დასრულების შემდგომ, 1945 წელს, დაბრუნდა ამბროლაურის რაიონში: სოფელ ველევის სამედიცინო პუნქტში ექიმ-თერაპევტად, სოფელ ბუგეულის საავადმყოფოს გამგედ, ამბროლაურის რაიონის ჯანდაცვის განყოფილების გამგის მოადგილედ, ხოლო შემდეგ ამ განყოფილების გამგედ დააწინაურეს.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.127


გააზიარე: