| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ იმედაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ავტომატიკისა და ტელემექანიკის სპეციალობით. 1964 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის ასისტენტი; 1968 წელს სწავლა გააგრძელა პეტერბურგის (ლენინგრადის) ზუსტი მექანიზმებისა და ოპტიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და 1974 წელს მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; დიდია მისი დამსახურება სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის თვალსაზრისით; 1971 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრაზე, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი; 1975 წლიდან - დოცენტი; 1978 მიენიჭა დოცენტის აკადემიური წოდება სპეციალობით "ავტომატიკა და ტელემექანიკა"; 1986-1989წწ. - ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1989-2005წწ. - "მართვისა და ავტომატიზაციის" კათედრის დოცენტი; 2006 წლიდან - იმავე კათედრის სრული პროფესორი; 2007 წლიდან - საინჟინრო კიბერნეტიკისა და ხელსაწყოთმშენებლობის დეპარტამენტის სრული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო და პედაგოგიური ნაშრომი, მათ შორის 8 სახელმძღვანელო. მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი და ინიციატივა ქართველი სტუდენტების პრაქტიკების ორგანიზაციის საკითხებში პეტერბურგის უნივერსიტეტებსა და ავტომატიზაციის სამეცნიერო-საწარმოო დაწესებულებებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მართვის გამოთვლითი სისტემების ოპტიმალური დინამიკური მახასიათებლების განსაზღვრის ალგორითმული კვლევა და დამუშავება", დაიცვა 1973 წელს. წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.268; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

