The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ ცალუღელაშვილი

სხვა სახელი:ცალუღელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1943
გარდაცვ. თარიღი:1999  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზარიძეები, თიანეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1977 წელს.

1967 წლიდან მუშაობდა გაზეთ "ახალი თიანეთის" კორესპონდენტად, განყოფილების გამგედ, რედაქტორის მოადგილედ, რედაქტორად; 1994 წლიდან იყო რეგიონულ გაზეთ "მცხეთა-მთიანეთის" ზონის კორესპონდენტი. სისტემატურად თანამშრომლობდა რესპუბლიკურ პრესაში. მისი რედაქტორობით და თანაავტორობით გამოცემულია რაიონის პოეტთა ლექსების ორი კრებული: "მთის ნობათი" და "აფხაზეთის ცაში ატანილი სევდა". ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობისთვის მიღებული აქვს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის საპატიო სიგელი (1996).

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.248

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1975-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: