The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ კარაბეგოვი

Date of birth:1933
Date of death:2013  (at 80 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1956 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ახალდაარსებული ანალიტიკური ტექნიკის სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში. 44 წელი იმუშავა ანალიტიკური ტექნიკის ხელსაწყოების, მოწყობილობებისა და სისტემების შექმნაზე. მისი ხელმძღვანელობით შექმნილი ხელსაწყოები მზადდებოდა საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქარხანაში (თბილისი, გორი, კიევი, სმოლენსკი და სხვა). ანალიტიკური ხელსაწყოების ექსპორტი მსოფლიოს 410-ზე მეტ ქვეყანაში წარმოებდა. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იყო 220-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის სახელმძღვანელოების. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულ იქნა 12 საკანდიდატო დისერტაცია. დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,  ხელსაწყოთმშენებლობის დარგის საუკეთესო გამომგონებელი. 

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.269

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: