| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბარბალე აბრამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გუნდაეთი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის საფერშლო-სამეანო სკოლა 1938 წელს. სოფელში დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა გააგრძელა ჭიათურის მუშა-ახალგაზრდობის საშუალო სკოლაში ("მუშფაკი"); 1938-1941წწ. მუშაობდა ჭიათურის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში; ომის დაწყებისთანავე გაემგზავრა ფრონტის ხაზზე, შემდეგ დაბრუნდა ჭიათურაში და მუშაობა კვლავ განაგრძო სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში; 1952 წელს მიენიჭა პირველი კატეგორიის ბებია ქალის წოდება. სამედიცინო დარგის ღვაწლმოსილი მუშაკი, გამოცდილი პრაქტიკოსი ბებია ქალი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.763-764
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

