The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ კასრაძე

დაბადების თარიღი:1930
გარდაცვ. თარიღი:2005  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტი 1953 წელს.

ამ დროისათვის გამოთვლითი ტექნიკა და გამოთვლითი მათემატიკა ახალი დარგები იყო. საჭირო გახდა ქართველი სპეციალისტების მომზადება ამ მიმართულებით. ამ მიზნით ქართველი ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად სასწავლებლად გაიგზავნა მოსკოვში, იქ გაიარა სტაჟირება და 1957 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში დაამთავრა ასპირანტურა. ახალი დარგის უკვე პრაქტიკულად ასათვისებლად სამუშაოდ გადავიდა იმავე ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის/მათემატიკის ცენტრში, სადაც 1960 წლამდე იმუშავა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე. 1971 წელს კიევში დაიცვა დისერტაცია. 1977 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1977 წლიდან - ამავე ინსტიტუტის მართვის ავტომატიზებული სისტემების განყოფილების გამგე. 2004 წლიდან - სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების გამგე. იყო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს წევრი. მისი პრაქტიკული თუ სამეცნიერო საქმიანობა ეხებოდა მონაცემთა ბაზების შექმნის, დამუშავებისა და ოპტიმიზაციის ამოცანებს, რაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული მსუბუქი მრეწველობის სამინისტროში მოქმედი სამეცნიერო-ტექნიკური დანაყოფების საქმიანობასთან. შექმნა და დაამუშავა თბილისისა და მისი შემოგარენის დენდროფლორის მონაცემთა ბაზა. იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, გამოცემული აქვს მონოგრაფიები, ავტორია უნიკალური ლექსიკონებისა: "მათემატიკური უზრუნველყოფის სისტემების მონაცემთა ბანკებისა და ინფორმატიკის ტერმინოლოგიური ლექსიკონი" (2001), "გამოთვლითი სისტემების ტერმინოლოგია" (2003), "მცენარეთა განმარტებითი ლექსიკონი" (2004). ლექციებს კითხულობდა რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.270-272

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: