The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარასი დავითულიანი

ტარასი დავითულიანი
დაბადების თარიღი:1907
გარდაცვ. თარიღი:1998  (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ბარეულის სასაფლაო, ამბროლაურის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბარეული, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს უშიშროების კომიტეტის სკოლა 1937 წელს.

წლების მანძილზე იყო ქ. თბილისის, ყოფილი არამიანცის სახელობის საავადმყოფოს მომარაგების უფროსი; 1937-1940წწ. მუშაობდა ჯერ მესტიის რაიონის უშიშროების კომიტეტის ოპერატიულ მუშაკად, ხოლო შემდეგ საგარეჯოს რაიონში იმავე თანამდებობაზე; 1940-1948წწ. ბოლნისის რაიონის უშიშროების განყოფილების გამგე; 1948 წლიდან სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაგრის, კასპის, ბათუმის განყოფილებებს, აჭარის სამძებრო განყოფილებას. უშიშროებასა და შინაგან საქმეთა ორგანოებში ხანგრძლივი მუშაობისთვის დაჯილდოებული იყო არა ერთი ორდენითა და მედლით.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.131


გააზიარე: