The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბეგო ბეჟუაშვილი

ბეგო ბეჟუაშვილი
ოფიციალური სახელი:ბეგლარ ბეჟუაშვილი
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1940
გარდაცვ. თარიღი:2 მარტი, 2022  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.

მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე. 1970-იანი წლებში ჩაბმული იყო დისიდენტურ მოძრაობაში, მონაწილეობდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის (ბეგო ბეჟუაშვილი, ზვიად გამსახურდია, გრიგოლ და ისაია გოლდშტეინები, თეიმურაზ ჯანელიძე, ვიქტორ რცხილაძე) ჩამოყალიბებასა და მუშაობაში, იყო ჟურნალ "საქართველოს მოამბის" სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1985-1993წწ. წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1993 წლიდან - დეკანი. მისი თაოსნობით ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა კულტურისა და ხელოვნების ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კვლევის ლაბორატორია, ტექნიკური ბაზა აღიჭურვა თანამედროვე ციფრული ტექნიკით. ასევე არის რამდენიმე წიგნის შემდგენელი და მთავარი რედაქტორი, მ. შ., "მსოფლიო ლიტერატურა", "რჩეული მოთხრობები" (12 ტომეული), "დიმიტრი ყიფიანი – თხზულებანი 10 ტომად" და სხვ.

წყარო: ქართული ენის ციფრული ლაბორატორია: dlab.ug.edu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: