| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ჭელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს. 1955-1957წწ. მუშაობდა სანიტარულ-ჰიგიენური სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტად; 1963-1964წწ. განაწილებით დაიწყო მუშაობა კურორტ გაგრის სანატორიუმ "მაიაკის" ექიმ-ორდინატორად; 1964-1968წწ. კურორტ გაგრის სასწრაფო დახმარების მთავარი ექიმი და რაიონული ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგია; ხოლო 1968-1973წწ. ქ. თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგია; 1973-1974წწ. იყო საგარეჯოს რაიონული საავაადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1974-1975წწ. თბილისის მე-4 მთავარი სამმართველოს პოლიკლინიკის ქირურგიული განყოფილების გამგე; 1975-1977წწ. თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ონკო-ქირურგიული განყოფილების გამგე; 1977-1989წწ. საქართველოს რესპუბლიკური ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ქირურგიული განყოფილების ექიმ-ორდინატორი; 1989-1997წწ. თბილისის პირველი მედსანნაწილის ქირურგიული განყოფილების გამგე (სახელმწიფო საავიაციო საწარმოს მე-5 საავადმყოფო). ექიმი-ქირურგი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.765-766
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

