The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუნუ დვალი

ნუნუ დვალი
დაბადების თარიღი:1934  (92 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის მცენარეთა დაცვის ფაკულტეტი ზოოლოგიისა და ზოგადი ენტობიოლოგიის კათედრა 1960 წელს.

1960-1975წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ზოოლოგიისა და ზოგადი ენტობიოლოგიის კათედრაზე; 1975 წელს სამუშაოდ გადავიდა საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და დაინიშნა ბიომეთოდის განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლად. წლების მანძილზე კონსულტაციებს უწევდა ტრიქოგრამის ხელოვნური გამრავლების საკითხზე გორისა და ზუგდიდის ბიოქარხნების სპეციალისტებს. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, რომელიც ეხება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მცენარეთა დაცვის საკითხებს. ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1986).

სადისერტაციო თემა - "ტრიქოგრამა საქართველოში და მისი გამოყენება სიმინდის ფარვანასთან ბრძოლაში".

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.136


გააზიარე: