| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ წაქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1977 წელს. 1966-1968წწ. მუშაობდა ბოლნისის რაიონულ გაზ. "გამარჯვების დროშის" ფოტოკორესპონდენტად; 1968-1972წწ. გაზ. "კრასნაია ზვეზდას" შტატგარეშე კორესპონდენტად; 1971-1986წწ. საქართველოს ტელევიზიაში ქვემო ქართლის კორესპონდენტად; თანამშრომლობდა რესპუბლიკის სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთში; 1993-1994წწ. იყო ტელეკომპანია MW-ს მთ. რედაქტორი. 1994 წლიდან იყო სჟფ-ს ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. თარგნმნილი აქვს ვაგიფის, აბას აბდულას, ზელიმხან იაკუმის, ბრიუსოვის, ბლოკის, ესენინის პოეტური ნაწარმოებები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.248 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

