The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



უშანგი კოვზიაშვილი

დაბადების თარიღი:1933
გარდაცვ. თარიღი:1992  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა კავშირგაბმულობის მოსკოვის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი 1956 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გორის ახალგახსნილ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში "ავტომატმრეწვი"; 1974-1977წწ. თითქმის ყველა სამეცნიერო თუ ტექნიკურ თანამდებობაზე იმუშავა, დაწყებული მე-3 კატეგორიის ინჟინრიდან დირექტორობამდე; 1978 წლიდან - ანალიზური ხელსაწყოთმშენებლობის თბილისის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს გორის ლაბორატორიის გამგე; 1984 წლიდან - საბჭოთა კავშირის სარეზერვო კომიტეტის საქართველოს ტერიტორიული სამმართველოს კომბინატ "იუჟენის" მთავარი ინჟინერი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო იყო ანალიტიკური ხელსაწყოთმშენებლობა. იყო ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის, გამოგონებისა და რაციონალური წინადადების ავტორი.

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.275


გააზიარე: