The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ მგალობლიშვილი

გრიგოლ მგალობლიშვილი
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1889
გარდაცვ. თარიღი:1960  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პარიზი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კარისყური, ახლანდელი გონებისკარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და ელისავეტგრადის საკავალერიო სასწავლებელი.

დაიბადა ჩინოვნიკის ოჯახში. მსახურობდა ნიჟეგოროდის მე-17 დრაგუნთა, შემდეგ - ტვერის მე-16 დრაგუნთა პოლკში. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე (დაიჭრა 1916 წელს), შემდეგ მონაწილეობდა გენერალ ნიკოლოზ ბარათოვის ექსპედიციაში სპარსეთში. 1918 წლიდან პოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა საქართველოს ჯარში. 1919-1920წწ. იყო ქართველ მუსულმანთა ცხენოსანი დივიზიონის უფროსის მოადგილე. 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო. მისი და ოლღა ცოლად ჰყავდა ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეს, ევგენი გეგეჭკორს. პოლკოვნიკი.

წყარო: რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცრები: ria1914.info

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1915 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (ხმლებით და ბაფთით)
  • 1915 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი (წარწერით "მამაცობისთვის")
  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ხმლებით და ბაფთით)

გააზიარე: