| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო მგალობლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. განათლება: 2012 წლიდან არის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი; 2003-2007წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი; 2007 წელს იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი; 2007-2009წწ. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული დასავლეთის რეგიონულ სამმართველოში; 2010-2011წწ. "ტელეარხი 25-ის" თვითრეგულირების ორგანოს თავმჯდომარე; 2011-2012წწ. პროექტის "სამოქალაქო აქტივობის კლუბი" დირექტორი — პროექტი ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდებოდა; 2012-2016წწ. იყო აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე; 2016-2020წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2020-2024წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საკონსტიტუციო, იურიდიულ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. 2022 წელს, ლონდონში, International house London-ში გაიარა მოკლევადიანი კერძო სასწავლო პროგრამა; 2024-2025წწ. იყო აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე; 2025 წლის 4 მარტს დაინიშნა აჭარის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ; მანვე აქტიური მონაწილეობა მიიღო აღნიშნული სამინისტროს შექმნაში; აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობისას, იყო არაერთი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში, ისე საქართველოს პარლამენტში; მათ შორის არის "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში საკანონმდებლო ცვლილება; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის "განათლების ხელშეწყობის შესახებ"; საქართველოს კანონში "ზოგადი განათლების შესახებ" ცვლილების ინიცირება და ა. შ. 2020-2024წწ. აჭარის უმაღლეს საბჭოში იყო ორმოცამდე სხვადასხვა სახის საკანონმდებლოს ცვლილების თანაინიციატორი ავტორი და მომხსენებელი. წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პლატფორმა: culture.ajara.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

