| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა მაკაროვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. წალკა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, "ავტომატიკისა და ტელემექანიკის" სპეციალობით 1968 წელს ინჟინერ-ელეკტრიკოსოს კვალიფიკაციით. 1971 წლიდან მუშაბდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის "მართვის ავტომატიზებული სისტემების" კათედრაზე მუშაობდა. იყო კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი და პროფესორი. 1988-1991წწ. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა სწავლების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობაზე. განსაკუთრებით დიდი წვლილი აქვს შეტანილი კათედრის სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკების ორგანიზაციაში, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. იყო არაერთი წარმატებული დოქტორანტის და მაგისტრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი. ბერძნულ-ქართული საზოგადოების საბჭოს აქტიური წევრი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი ინფორმატიკაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის "მართვის ავტომატიზებული სისტემების" კათედრის პროფესორი, დისციპლინების "მცირე ბიზნესის მართვის პროცესების ავტომატიზაცია", "მონაცემთა დამუშავების და მართვის ავტომატიზებული სისტემები" წამყვანი პროფესორი. რამდენიმე სახელმძღვანელოსა და 50–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრის თანამშრომელი მისი დაარსების პირველივე დღიდან. საკანდიდატო დისერტაციის თემა - თემაზე "Модели и алгоритмы оптимального планирования и управления производства и распределения продукции на уровне республика – регион", დაიცვა 1976 წელს. წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.277-278; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

