| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა ძამუკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1981 წელს. სწავლის პერიოდში მუშაობდა ნახევარგამტართა ფიზიკის სასწავლო ლაბორატორიაში, შემდეგ ნახევარგამტარული მასალების კვლევის ლაბორატორიაში. აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო კონფერენციებში, რომლებიც იმართებოდა მოსკოვის, ოდესის, ლვოვის უნივერსიტეტებში. წლების განმავლობაში იყო ფიზიკის ფაკულტეტთან არსებული სკოლის დაუსწრებელი განყოფილების ხელმძღვანელი, დასწრებული განყოფილების დირექტორის მოადგილე და ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი. 1981 წლიდან სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე მუშაობდა უფროს ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ-თანამშრომელად, ნახევარგამტარული სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის უფროს მეცნიერ-თანამშრომელად; 2002 წელს თსუ პროფესორთა საბჭოს მიერ მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება და ფიზიკის ფაკულტეტზე მიჰყავდა გაერთიანებული კურსები ზოგად ფიზიკაში; 1981-1990წწ. პერიოდულად მივლინებული იყო ქალაქ გორკის (ახლანდელი ნიჟნი-ნოვგოროდის) გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტში, სადაც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ალექსანდრე ანდრონოვის ხელმძღვანელობით სამეცნიერო კვლევას ეწეოდა ნახევარგამტარების ფიზიკის განყოფილებაში. არის 35-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (ქართულ და უცხოურ ენებზე). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1988). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერება დოქტორი (1997). დაჯილდოებული იყო ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდიით. წყარო: საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი ახალგაზრდა მეცნიერები.-თბ,.1999.-გვ.54 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

