The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური მეიშვილი

იური მეიშვილი
დაბადების თარიღი:1933
გარდაცვ. თარიღი:2016  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტი და მიენიჭა რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრის კვალიფიკაცია.

სამუშაოდ უკრაინაში, დონეცკის ოლქში გაანაწილეს; უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა თბილისის სხვადასხვა სამრეწველო საწარმოში, სამეცნიერო-კელევით ინსტიტუტში და სახელმწიფო უწყებაში; შესამჩნევ წარმატებებს მიაღწია ახალჩამოყალიბებულ ქარხანა "ელექტროიზოლიტში", სადაც ინჟინერ-ტექნოლოგის თანამდებობაზე მუშაობდა, შემდგომ ამავე ქარხნის დირექტორად დააწინაურეს; 1975 წლიდან - თბილისის ელექტროშემდუღებელი მოწყობილობების ქარხნისა და ქარხანასთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი; 1980 წლიდან - თბილისის ელექტრონული გამოთვლითი ტექნიკის ქარხნის დირექტორი; მოგვიანებით ამ ქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბებული საწარმოო გაერთიანება "ორიონის" გენერალური დირექტორი; 1991 წლიდან - საქართველოს მრეწველობის სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი, მინისტრის პირველი მოადგილე; 2010 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და სიგელები. 

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.280-281იური მეიშვილი : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი,2016.-21 სექტემბერი.-N176(8068).-გვ.11

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში)
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია

გააზიარე: