The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა ჭანიშვილი

ვაჟა ჭანიშვილი
დაბადების თარიღი:1930
გარდაცვ. თარიღი:1983  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1954 წელს.

1954 წლიდან შეუდგა პროფესიულ ჟურნალისტურ საქმიანობას; 1954-1960წწ. იყო გაზეთ "საბჭოთა აჭარის" ლიტმუშაკი; კულტურის განყოფილების გამგე; შემდეგ პასუხისმგებელი მდივანი; 1960-1980წწ. გაზეთ "კომუნისტის" პასუხისმგებელი მდივნის მოადგილე, ინფორმაციის განყოფილებისა და უცხოეთის განყოფილების გამგე; 1980 წლიდან იყო სატირისა და იუმორის ჟურნალ "ნიანგის" მთავარი რედაქტორის მოადგილე და სარედაქციო კოლეგიის წევრი. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.250; ვაჟა ჭანიშვილი : საქართველოს სსრ დამსახურებული ჟურნალისტი. 1930-1983. ნეკროლოგი // კომუნისტი.-თბილისი, 1983.-9 ივლისი.-4გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1958-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

გააზიარე: