The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯენეტო ჭანტურია

ჯენეტო ჭანტურია
Date of birth:15 April, 1931  (95 years)
Category:Translator, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ონტოფო, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1954 წელს; თბილისის უცხო ენათა პედინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი 1959 წელს.

1957-1965წწ. მუშაობდა რედაქტორად გამომცემლობებში: "სახელგამი", "საბჭოთა საქართველო", "ცოდნა"; "ნაკადულის" რედაქციის გამგედ; 1970-1993წწ. გამომცემლობა "ნაკადულის" საბავშვო წიგნის სახლის დირექტორად; 1990-1993წწ. ჟურნალისტთა კავშირთან არსებული საგამომცემლო კოოპერატივის "მსოფლიო ქნარების" მთავარ რედაქტორად; 1993-1995წწ. გაზეთ "მერკურიალის" რედაქტორის მოადგილედ; 1990 წლიდან იყო ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის ლექტორი; ალმანახების "საყმაწვილო ლიტერატურისა" და "ჯეჯილის" რედკოლეგიის წევრი; სისტემატურად თანამშრომლობდა საქართველოს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში; ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას რუსული და ფრანგული ენებიდან. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.251; ცნობილ მწერლებთან ურთიერთობის ხიბლი და გალაკტიონის ძვირფასი საჩუქარი /ნანული ზოტიკაშვილი // გზა

Member of Organizations

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1958-)

Bibliography


Share: