| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ მხეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ლენინგრადის ტექნიკური უნივერსიტეტის რადიოელექტრონიკის ფაკულტეტი 1963 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქალაქ მინსკის რადიოელექტრონიკის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებაში ინჟინრად. 1965-1983წწ. მუშაობდა - მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, ახალდაარსებული ნახევარგამტარული ხელსაწყოების ფიზიკის სამეცნიერო-კელევით ინსტიტუტში, ამ ბაზაზე შექმნილ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "მიონში". განვლო გზა ინჟინრიდან ლაბორატორიის გამგემდე. მჭიდრო სამეცნიერო-შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფთან, რამაც დიდი როლი შეასრულა "მიონში" ოპტოელექტრონიკის დარგში შედეგების მაღალ სამეცნიერო-ტექნიკურ დონეზე მისაღებად. 1975 წელს ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. 1983-1989წწ. მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "სხივში" ლაბორატორიის გამგედ; 1989 წლიდან – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. იგი, როგორც მიკროელექტრონიკის ცენტრის ლაბორატორიის გამგე, ატარებდა ინტენსიურ სამეცნიერო კელევებს ოპტოელექტრონიკის დარგში და ეწეოდა ფართო პედაგოგიურ მოღვაწეობას. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნიეერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნიეერსიტეტში. 1999 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. მონაწილეობდა საერთაშორისო და რესპუბლიკურ სამეცნიერო გრანტებში. აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999). წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.284-285; თენგიზ მხეიძე : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2009.-25აგვისტო.-N168 (6268).-11 გვ. Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

