The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი ყამარაული

ალექსი ყამარაული
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ყამარაული
სხვა სახელი:კავკაველი ა.ყ.
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:12 ნოემბერი, 1937  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კარკუჩა, ახლანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი.

1917 წლის რუსეთის რევოლუციამდე ცხოვრობდა ვლადიკავკაზში (კავკავი); 1918 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა (ბოლშევიკური) პარტიის წევრი; რევოლუციისა და რუსეთის სამოქალაქო ომის წლებში აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკების გამარჯვებისთვის ბრძოლაში ჩრდილოეთ კავკასიაში; საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, 1921-1922 წლებში იყო საქართველოს სსრ ფოსტა-ტელეგრაფის სახალხო კომისარი; მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ და სამეურნეო თანამდებობაზე; 1927 წელს მოაწყო ექსპედიცია ხევსურეთში ადგილობრივი საზოგადოებრივი მდგომარეობის და ზნე-ჩვეულებების შესასწავლად, რაც ხელისუფლებას ამ მთიანი კუთხის საბჭოთა სისტემაში ინტეგრაციაში უნდა დახმარებოდა. მომდევნო წლებში რუსულ და ქართულ ენებზე გამოსცა ეთნოგრაფიული შინაარსის ნარკვევი ხევსურეთის შესახებ. სტალინური რეპრესიების დროს, 1937 წელს დააპატიმრეს და "მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის" წევრობის ბრალდებით დახვრიტეს. ბოლშევიკი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. ივერიელი: dspace.nplg.gov.geსტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; საქართველოს პროსოპოგრაფია: prosopography.iliauni.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილება, ნამდვილი წევრი (1916-1917)

ბიბლიოგრაფია

  • ხევსურეთი : ნარკვევი (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1932. - 152გვ.
  • Хевсурия : Очерки с приложением 41 фото-снимка (ავტორი). - Тифлис, Изд. "Культурного о-ва горцев Грузии", 1929. - 183с.
  • Водное хозяйство ССР Грузии : Очерк (ავტორი) // С приложением 3-х карт. - Тифлис, Отдельная типография штаба ККА, 1928. - 128с.

გააზიარე: