| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა დვალი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმი 1965 წელს; საქართველოს სამხატვრო აკადემია 1970 წელს. 1970 წლიდან მუშაობს საქართველოს სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრაზე, ჯერ პედაგოგად, შემდგომში კი დოცენტად. მონაწილეა მრავალი ჯგუფური სამხატვრო გამოფენის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 1994 წელს პერსონალური გამოფენა მოაწყო გერმანიის რამდენიმე დიდ ქალაქში, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ხელოვნებათმცოდნეების მხრიდან და ბევრი პუბლიკაცია დაიწერა ადგილობრივ პრესაში. აკადემიკოს რაფიელ დვალის შვილი და მხატვარ ნუგზარ მეძმარიაშვილის მეუღლე. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.138
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

