The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იზოლდა დარახველიძე

იზოლდა დარახველიძე
დაბადების თარიღი:4 ივლისი, 1940  (85 წლის)
კატეგორია:ვეტერინარი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოსტანა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართელოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის ზოოტექნიკური ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1984 წლებში მუშაობდა ამროლაურის რაიონში სხვადასხვა თანამდებობებზე: კომკავშირის რაიკომის მდივნად, რაიონული საბჭოს აღმასკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ, პიონერთა და მოსწავლეთა სახლის დირექტორად, პარტიის ამბროლაურის რაიკომის მდივნად, ამბროლაურის აღმასკომის თავმჯდომარედ; 1984-1989წწ. საქართველოს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს კადრებისა და აღმზრდელობითი მუშაობის სამმართველოს უფროსი; 1989-1994წწ. საქართველოს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და საბინაო კომუნალური მეურნეობის სამინისტროს კადრებისა და სოციალურ საკითთხთა სამმართველოს უფროსი; 1994-2005წწ. მუშაობდა საქართველოს ადამიანთა უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისო ურთიერთობების კომიტეტში და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ხელმძღვანელ თანამდებოობებზე.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.140


გააზიარე: