| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე რუხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა რკინიგზის ტექნიკუმი ელექტროტექნიკოსის სპეციალობით და საქართველოს ინდრუსტრიული ინსტიტუტი. მუშაობა დაიწყო რკინიგზის კვანძში ტექნიკოსად. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თავისი საქმიანობა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს დაუკავშირა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იყო სამთო ფაკულტეტის კათედრის დოცენტი და დეკანის მოადგილე. პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ფაკულტეტზე ეწეოდა სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას. იყო ათი გამოგონების ავტორი. დიდია მისი წვლილი საქართველოს ბაგირგზების დაპროექტებისა და დანერგვის საქმეში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამგზავრო ბაგირგზების სამეცნიერო-კელევით ლაბორატორიას. მონაწილეობდა რეალურად განხორციელებული საქართველოს საბაგირო გზების ავტომატიზაციაში, ტექნიკური უზრუნველყოფის ექსპერტიზაში, აგრეთვე ლატვიის ბაგირგზების მოწესრიგებაში. მის პუბლიკაციებსა და საავტორო ნაშრომებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმძღეანელოები – "სიჩქარის კონტროლი ავტომატიზებულ საკონვეიერო დანადგარებში" და "საკონვეიერო ტრანსპორტის ავტომატური მართვა". განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი, როგორც დეკანის მოადგილის, პედაგოგიური მოღვაწეობა და ღვაწლი ახალგაზრდა ინჟინრების პროფესიული ჩამოყალიბების საქმეში. წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.289-290; რუხაძე ივანე // სამთო ჟურნალი = Mining journal = Горный журнал : საინფორმაციო, სამეცნიერო, საინჟინრო, ანალიზური ჟურნალი.-თბილისი, 2018.-N1(40).-გვ.109-110 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

