The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ სიგუა

დაბადების თარიღი:1933
გარდაცვ. თარიღი:2000  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი, შავი ლითონების მეტალურგიის სპეციალობით 1956 წელს.

1955 წელს მუშაობა დაიწყო რუსთავის საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტ "ავტომატმრეწვში". 1957 წელს დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტთან არსებული სპეციალური კურსები. 1966 წლიდან - ინსტიტუტ "ავტომატმრეწვში" მეტალურგიის ავტომატიზაციის განყოფილების გამგე; 1974 წელს – ინსტიტუტის მთავარი ინჟინერი; 1975 წელს - საკავშირო სამეცნიერო-კელევით ინსტიტუტად გარდაქმნის შემდეგ, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1977 წელს – ინსტიტუტის დირექტორი; 1986 წელს - ინსტიტუტის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებად გარდაქმნის შემდეგ, გენერალური დირექტორი. 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1990 წელს – სადოქტორო დისერტაციები. არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 52 გამოგონების, 8 პატენტის, 2 მონოგრაფიის ავტორი.

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.292

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1996-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: