| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ დაუშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი უშოლთა (შქმერი), ონის რაიონი. დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1959წწ. იყო შქმერის საშუალო სკოლის პედაგოგი; 1959-1961წწ. ქ. თბილისის მეორე მუსიკალური სკოლის პედაგოგი; 1961-1969წწ. გამომცემლობა "განათლების" თანამშრომელი; 1970-2004წწ. გამომცემლობა "საბჭოთა საქართელო" (1991 წლიდან გამომცემლობა "საქართველო"), რედაქტორი; პარალელურად ეწეოდა ლიტერატურ მოღვაწეობას, ლექსებს, მოთხრობებსა და ნარკვევებს აქვეყნებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, როგორიცაა: "ცისკარი", "მნათობი", "საქართველოს ქალი", "ლიტერატურული საქართველო", "მწერლის გაზეთი", "რაეო" და სხვა. მრავალი საბავშვო წიგნის ავტორი. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.146 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

