The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა დაუშვილი

შალვა დაუშვილი
Date of birth:17 November, 1935  (90 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი უშოლთა (შქმერი), ონის რაიონი.

დაამთავრა ქ. თბილისის სამხედრო-საჰაერო ძალების სპეციალიზებული სკოლა 1955 წელს; კიევის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი 1958 წელს, ყაზანის საავიაციო ინსტიტუტი 1970 წელს.

1958-1961წწ. მსახურობდა ლეიტენატის წოდებით ქალაქ მურმანსკის მახლობლად დაბა კიცაში განლაგებულ გამანადგურებელთა 119-ე საავიაციო პოლკში; 1961-1974წწ. ლენინგრადის ოლქის ქალაქ პეტროზავოდსკთან დაბა ბესავეცში განლაგებული გამანადგურებელთა 285-ე საავიაციო პოლკი, შტურმან-ოპერატორი; ქალაქ არხანგელსკის მახლობლად დაბა ტალგაში განლაგებული გამანადგურებელთა 518-ე საავიაციო პოლკი, ტექნიკურ-საექსპლუატაციო ნაწილის უფროსის მოადგილე, საავიაციო ინჟინერი ჯერ ესკადრაში, შემდეგ ტექნიკურ ნაწილში; 1974-1984წწ. ქუთაისი, კოპიტნარში განლაგებული 167-ე გვარდიელ გამანადგურებელთა პოლკი, წულუკიძის 325-ე ვეტფრენთა პოლკი, პარტიული ხაზით; 1984 წელს თადარიგის გასვლის შემდეგ პოდპოლკოვნიკის რანგში მუშაობა დაიწყო პროფტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის რესპუბლიკურ სამეცნიერო ცენტრში სამხედრო მეთოდისტად; 1996-2004წწ. ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტის სამხედრო კათერაზე და საავიაციო სასწავლებელში კითხულობდა ლექციების კურსს "თვითფრინავისა და საავიაციო ძრავების კონსტრუქცია და მუშაობის პრინციპების" საკითხებზე. პენსიაზე გასცლის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ქ. მოსკოვში. სამხედრო დამსახურებისა და წარჩინებული შრომისსთვის მიღებული აქვს  11 სხვადასხვა ორდენი და მედალი.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.149-150


Share: