The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაალ ყენია

Other name:ზალიკო ყენია
Date of birth:1941
Date of death:1999  (at 58 years)
Category:Economist, Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1963 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში. 1971 წლიდან სათავეში ჩაუდგა მსუბუქი მრეწველობის დარგობრივი გამოთვლითი ცენტრის ჩამოყალიბებას. შედეგად შეიქმნა იმ დროისთვის ერთ-ერთი ფუნქციურად და პროგრამულ-ტექნიკურად უმაღლეს დონეზე აღჭურვილი ორგანიზაცია. 1979 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის გამოთვლითი ტექნიკის სამმართველოს უფროსად. 1985 წელს გადაყვანილ იქნა ახალშექმნილი მართვისა და ორგანიზაციის პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. მონაწილეობდა ხალხური სიმღერების რამდენიმე ანსამბლის ჩამოყალიბებაში და თვითონაც კარგად მღეროდა. ელდარ შენგელაიამ მიიწვია იგი კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივნის თანამდებობაზე, ამ თანამდებობაზე იგი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მოღვაწეობდა. უდიდესია მისი ღვაწლი კინემატოგრაფისტთა კავშირში ჩატარებულ რეფორმებში. მისი თაოსნობით ქართული კინოს განვითარებაში ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლის ბევრი მაგალითი არსებობს. ერთ-ერთია პირველად თბილისში "კინოს სახლში" კინოდარბაზის აღჭურვა მსოფლიო სტანდარტის სისტემის უმაღლესი ხარისხის აკუსტიკური კინოსაჩვენებელი აპარატურით, რამაც თვისებრივად ხელი შეუწყო ქვეყანაში ახალი ტიპის კინოდარბაზების ამოქმედებას. მისი მონაწილეობით დაიწყო უმნიშვნელოვანესი საქმის – მოსფილმის არქივების საცავებში შენახული ქართული ეროვნული კინოფონდის დედნების საქართველოში დაბრუნების პროცესი. 

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.300


Share: