The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ელბაქიძე

აკაკი ელბაქიძე
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1879
გარდაცვ. თარიღი:1919  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წესი, ამბროლაურის რაიონი.

1905 წელს მონაწილეობდა შორაპნის მაზრის გლეხთა შეიარეღებულ აჯანყებაში. იგი ორჯერ დააპატიმრეს და ორჯერვე მოახერხა ციხიდან გაქცევა. 1912 წელს კვლავ დააპატიმრეს ქ. ნოვორასიისკში და მუდმივი კატორღა მიუსაჯეს. 1917 წელს კატორღიდან დაბრუნდა საქართველოში და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. მონაწილეობდა რაჭა-ლეჩხუმის გლეხთა შეიარაღებულ აჯანყებაში. 1918 წელს მენშევიკურმა მთავრობამ დააპატიმრა და გადაასახლა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც მუშაობდა თერგის საბჭოთა რესპუბლიკის საგანგებო კომისარიატში. 1919 წელს დაბრუნდა საქართველოში და 13 სექტემბერს თბილისში ვერის დაღმართზე (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) ყუმბარის ერთი გასროლით სასიკვდილოთ დაჭრა გენერალი ბარათოვი, რომელიც დენიკინის დავალებით მოლაპარაკებას აწარმოებდა საქართველოს მენშევიკურ მთავრობასთან. ამ ოპერაციის დროს ა. ელბაქიძე მოკლული იქნა.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.151

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1928 - წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: