| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ჩაჩანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალბით 1967 წელს. 1967-1970წწ. სწავლობდა მოსკოვის სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტში, სადაც 1972 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1972 წელს მართვის პრობლემების ინსტიტუტში იყო ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1975 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1971-1976წწ. მონაწილეობდა გარდაქმნადი სტრუქტურის მქონე მართვადი გამოთვლითი სისტემის – PC-1000 შექმნაში; ამ პროცესში იგი ხელმძღვანელობდა ერთგვაროვანი სტრუქტურის მქონე ოპერაციული სისტემის ალგორითმების აპარატურული რეალიზაციის მეთოდების შექმნას, ასევე ერთგვაროვან სტრუქტურებში არითმეტიკული ოპერატორების შექმნის სამუშაოებს; მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით შეიქმნა ელექტროგამომთვლელი მანქანა (ეგმ) PC-300 და დაპროგრამებადი კონტროლერი PC-310, 1977-1980წწ. დაპროგრამებადი ლოგიკური კონტროლერი PC-5000, რომელიც გამოიყენება დიდი ზომის ტექნოლოგიური ობიექტებისა და პროცესების წარმოების დროს, დაპროგრამებადი კონტროლერისათვის არითმეტიკული პროცესებისა და დროებითი ინტერვალების პროცესორი; მისი და სანკტ-პეტერბურგის მეცნიერი თანამშრომლების მიერ ერთობლივად განისაზღვრა დაპროგრამებადი ლოგიკური კონტროლერების შექმნის აუცილებელი ტექნიკური მოთხოვნები; 1980-1997წწ. მისი ხელმძღვანელობით გამოგონებულ იქნა ძალზე ორიგინალური მეთოდი – სეგმენტურ-წრფივი აპროქსიმაცია ნულოვანი შუასტატიკური შეცდომით არითმეტიკული ოპერაციებისა და ელემენტარული თუ ტრიგონომეტრიული ფუნქციების გამოთვლისას მაღალწარმოებად ელექტროგამომთვლელ მანქანებსა და სისტემებში, ასევე დაპროგრამებად კონტროლერში, რაც შემდეგ ბრძანება-ოპერატორების სახით დაინერგა: ეგმ XC300-ში, ეგმ XC-320-ში, მართვის მრავალპროცესორიან ეგმ PC-4000-ში, დაპ304 დაპროგრამებად კონტროლერებში – PC-310 და PC-5000. მითითებული ეგმ-ები მრეწველობის სხვადასხვა სფეროში გამოიყენებოდა და მათი დანერგვის შედეგად სსრ კავშირის მასშტაბით მიღებული ეკონომიკური ეფექტი რამდენიმე მილიარდი ლარის ეკვივალენტს შეადგენს; ელ. ჩაჩანიძემ. გამოიგონა სინთეზისა და ანალიზის მეთოდები ერთგვაროვან გამოთვლით სისტემებში, ასევე ტექსტური კონტროლის, არასწორი დიაგნოსტიკისა და რეზერვების მეთოდები; ხელმძღვანელობდა სამუშაოებს სწრაფმოქმედი და მაღალსაიმედო დაპროგრამებადი ლოგიკური კონტროლერის შექმნაში, რომლებიც გამოიყენება შემდეგ სფეროებში: ენერგეტიკა, ჩარხმშენებლობა, მანქანათმშენებლობა და სარკინიგზო ტრანსპორტი; მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით შექმნილია და დამუშავებული სპეციალური დანიშნულების მიკროელექტრონული გამომთვლელი მანქანები (ეგმ-ები): MC300, PC-310, PC-320, დაპროგრამებადი ლოგიკური კონტროლერი PC-5000, მართვის მრავალპროცესორიანი ეგმ PC-4000; ვლ. ჩაჩანიძე 28 გამოგონების და 66 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. 1987–1991წწ. მუშაობდა სამეცნიერო-სამრეწეელო კომპლექს "ალგორითმის" გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე; 1991-1994წწ. ხელმძღვანელობდა სახელმწიფო საწარმო "ალფას"; ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ჩამოაყალიბა რა ამოცანათა სპექტრი მართვაში, მოდელირებაში, ეკონომიკაში, ლოკალური და გლობალური ქსელების, მონაცემთა და ცოდნის ბაზის რეალიზაციაში; მან, ერთ-ერთმა პირეელმა, მოახდინა თანამედროეე კომპიუტერული სისტემების ფართო მასშტაბით რეალიზაცია საქართველოში. ვლ. ჩაჩანიძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო ტექნიკური უნიეერსიტეტის საავიაციო ფაკულტეტის პროფესორი, კომპიუტერული ტექნოლოგიებით ასწავლიდა საავიაციო სისტემების მართვასა და დიაგნოსტიკას. ვლადიმერ ჩაჩანიძე 1997 წელს ტრაგიკულად დაიღუპა მეუღლესთან, ქალიშვილთან და სიძესთან ერთად. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ერთგვაროვან გამოთვლით სტრუქტურებში ავტომატების რეალიზაციის მანქანური მეთოდების დამუშავება", დაიცვა 1972 წელს.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

