The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაულ თოფურია

რაულ თოფურია
Date of birth:30 May, 1927
Date of death:March, 2018  (at 90 years)
Burial location:ქალაქ აბაშის სასაფალაო
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1950 წელს.

1950-1952წწ. იყო ქ. გაგრის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-სტომატოლოგი; 1952 წლიდან აბაშის ცენტრალური საავადმყოფოს პოლიკლინიკური განყოფილების ექიმი-სტომატოლოგი; სხვადასხვა დროს კვალიფიკაცია აიმაღლა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში: სტომატოლოგიაში (1960), თერაპიულ სტომატოლოგიაში (1973), ქირურგიულ სტომატოლოგიაში (1981), ყბა-სახის მიდამოს ტრავმები და ანთებითი პროცესები(1992). მინიჭებული აქვს ექიმ-სტომატოლოგის პირველი კატეგორიის წოდება (1974) და ექიმ-სტომატოლოგიის უმაღლესი კატეგორიის წოდება (1992), ხოლო სახელმწიფო სერთიპიკატის მიმნიჭებელმა კომისიამ მას მიანიჭა სტომატოლოგიურ თერაპიაში მუშაობის ნებართვის სერთიფიკატი (2001). 

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.804-805; რაულ თოფურია : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი,2018.-30 მარტი.-N 65 (8466).-გვ.11

Awards and Honors

  • 2015 - აბაშის საპატიო მოქალაქე
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1983 - შრომის ვეტერანი

Share: