The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ფირცხალავა

გია ფირცხალავა
ოფიციალური სახელი:გურამ ფირცხალავა
დაბადების თარიღი:4 დეკემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:28 მარტი, 2015  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1953 წელს.

1953-1958წწ. მუშაობდა მასწავლებლად ცეკავშირის სავაჭრო კოოპერაციულ სკოლაში; 1959-1975წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში; 1975 წელს ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმი; 1975-1998წწ. იყო საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი თანამშრომელი; 1977-1979წწ. მივლინებით იმყოფებოდა სირიის 4 რაიონში (დამასკო, ალეპო, ორონტო და ხომსი) დემოგრაფიული საკითხების შესასწავლად; 1998-2001წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ; 1998 წლის 7-9 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში (უნგრეთი) გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდის United Nations Population Fund (UNFPA) რეგიონალურ შეხვედრაში; 1960-იანი წლების დასაწყისში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში გ. ფირცხალავამ დაიწყო დემოგრაფიული პრობლემების კვლევა; მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესობრივ - ასაკობრივი შემადგენლობისა და ბუნებრივი მოძრაობის საკითხების მეცნიერულ დამუშავებაში; მისი მეცნიერული მოღვაწეობის კვლევის სფერო მოიცავდა, აგრეთვე, ისტორიული დემოგრაფიის საკითხებს, საეკლესიო სტატისტიკის მონაცემების დამუშავებას და სხვ. მან თავისი სამეცნიერო სტატიებით დიდად შეუწყო ხელი საქართველოს მწვავე დემოგრაფიული პრობლემების საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანას და, ამდენად, დემოგრაფიული მეცნიერების დაოსტატებას და მის განვითარებას. დემოგრაფი.

წყარო: ქართული დემოგრაფიული მეცნიერების პატრიარქი / ანზორ თოთაძე // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2012.-4 დეკემბერი.-N232 (7108).-5გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოგრაფთა საზოგადოება, ვიცე პრეზიდენტი (2000-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: