| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ვაჩაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იწა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1957 წელს. 1957 წლიდან ამბროლაურის რაიონში სხვადასხვა დროს მუშაობდა რაიონული გაზეთის რედაქციაში კორექტორად, საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, პარტიის რაიკომში ინსტრუქტორად, განყოფილების გამგედ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში რაიკომის მეორე მდივნად, კულტურის განყოფილების გამგედ, ძეგლთა დაცვის სამსახურის მთავარ სპეციალისტად; ხელმძღვანელობდა რუსთაველის საზოგადოების რაიონულ ორგანიზაციას, არჩეული იყო საზოგადოება "ცოდნის" რესპუბლიკური ორგანიზაციის გამგეობის წევრად, შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო-სვანეთის სამხარეო სამმართველოსთან არსებული საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი უნივერსიტეტის რექტორად. ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებით, მედლებით და სახელობითი საჩუქრებით. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.160-161 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

