| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ხატიაშვილი-მაყაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა თელაველი არქიმანდრიტის ივანე ხატიაშვილის ოჯახში. ასწავლიდა სოფელ რუისპირის ოთხკლასიან სკოლაში. მეუღლე – გიორგი ზაქარიას ძე მაყაშვილი 1924 წელს დააპატიმრეს და გადააგზავნეს მეტეხის ციხეში, სადაც მომდევნო წელს გარდაიცვალა იძულებით სამუშაოზე. ოჯახს სახლ-კარის დატოვება მოუხდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებისაგან წაქეზებული ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის მიერ ყოფილ თავად-აზნაურთა და მემამულეების ოჯახების დარბევის გამო. დიდხანს იყო უმუშევარი, ბოლო პერიოდში მუშაობდა თელავის რუსულ საშუალო სკოლაში. წყარო: დაკარგული ისტორია : მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ.-თბ.,2017.-გვ.314-336; ყველას რაიმე აქვს სახსოვარი : ალბომი / შალვა შარაძის ფოტოარქივიდან // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2004. - 25 ნოემბერი. - N273 (5002). - 8გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

