The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ნაკაშიძე

მიხეილ ნაკაშიძე
Date of birth:16 December, 1928  (97 years)
Date of death:20??
Category:Medical Doctor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გობრონეთი, ქედის რაიონი. 

1949-1953წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე; 1953 წლიდან სწავლა განაგრძო ქ. კუიბიშევის სამხედრო-სამედიცინო სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც 1955 წელს დაამთავრა.

1955-1957წწ. იყო მონღოლეთში დისლოცირებული საბჭოთა ჯარების ნაწილის შემადგენლობაში არსებული სამხედრო ნაწილის უმცროსი ექიმი; 1957-1961წწ. ქ. კოკჩეტავის სამხედრო ნაწილის სამედიცინო პუნქტის გამგე; 1961-1964წწ. ომსკის ოლქში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის უფროსი ექიმი; 1964-1968წწ. ქ. მურომის გარნიზონის ჰოსპიტლის ექიმი-თერაპევტი; 1968-1970წწ. აქვე- ექიმი-ინფექციონისტი; 1970-1972წწ. ქ. იაროსლავლის სამხედრო ნაწილის სამედიცინო სამსახურის უფროსი; 1972-1976წწ. ქ. ბათუმის სამოქალაქო თავდაცვის შტაბის სამედიცინო სამსახურის უფროსი; 1976-1981წწ. ქ. ვოროშილოვგრადის (უკრაინა) ოლქის სამოქალაქო თავდაცვის შტაბის სამედიცინო სამსახურის უფროსი; 1981-1986წწ. ქობულეთის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1986-1988წწ. აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამკურნალო-პროფილაქტიკური განყოფილების უფროსი; 1989-1996წწ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სან-ავია სამსახურის უფროსი; 1996-1999წწ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სადგურის მთავარი ექიმის მოადგილე კატასტროფის მედიცინის დარგში; 1999-2000წწ. იქვე - მთავარი ექიმი; 2001-2003წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მუნიციპალური ფონდის ექიმი-კოორდინატორი; 2003 წლიდან პროფესორ ილია ნაკაშიძის ხელმძღვანელობით გახსნილი შპს კლინიკა "პარაცელსის" ექიმი-თერაპევტი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, ბათუმის სამედიცინო სასწავლებელში - კითხულობდა ლექციებს ანატომიაში, ფარმაკოლოგიაში და პროფდაავადებაში. იგი დაჯილდოებული იყო სახელისუფლებო ორგანოების მიერ მრავალი მედლით, სიგელითა და მადლობით (1953-1981 წლებში, სულ 11 მედალი, 51 სიგელი). მიღებული ქონდა სამხედრო წოდებები: სამედიცინო სამსახურის ლეიტენანტი (1953), უფროსი ლეიტენანტი (1958), კაპიტანი (1961), მაიორი (1969) პოდპოლკოვნიკი (1977); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსგან მიღებული აქვს სიგელი "ჯანმრთელობის დაცვის დარგში ნაყოფიერი საქმიანობისთვის" (1999). სამხედრო ექიმი, თერაპევტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.807-810

Awards and Honors

  • 1988 - მედალი "საბჭოთა შეიარაღებული ძალების 70 წლისთავი"
    მედალი
  • 1981 - მედალი "საბჭოთა შეიარაღებული ძალების ვეტერანი"
    მედალი
  • 1979 - საბჭოთა კავშირის "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
    მედალი
  • 1964 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • მედალი "ყამირი მიწების ათვისებისთვის"

Share: