| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა ინასარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილიუ: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოში", ყველაზე დიდხანს ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციაში მოღვაწეობდა. ქართველი კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების მრავალი დედანი მოამზადა და რედაქტირება გაუკეთა. ორმოცი წელი დიდი ერთგულებით, უმაღლესი პროფესიონალიზმითა და უდიდესი სიყვარულით ემსახურა ქართულ წიგნს და ქართველ მწერლებს. იყო არაერთი ცნობილი გამოცემის რედაქტორი. როგორც პროფესიონალს, ავტორებიც და კოლეგებიც გამორჩეულად აფასებდნენ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართული საგამომცემლო სკოლის ჭეშმარიტი პატრიარქის ვახტანგ ჭელიძის დიდი ნდობა, როცა მან "ვეფხისტყაოსანის" საუბილეო აკადემიური გამოცემის რედაქტორობა ნათელა ინასარიძეს მიანდო. მოგვიანებით გამოსულ ქართველიშვილისეული "ვეფხისტყაოსანის"რედაქტორიც გახლდათ. მრავალი ქართველი კლასიკოსის თხზულებაა მისი რედაქტირობით გამოცემული, აგრეთვე ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ მომზადებული "ლიტერატურის ისტორიის" ტომები. იგი გახლავთ პავლე ინგოროყვას და ლევან გოთუას თითქმის ყველა გამოცემის უცვლელი რედაქტორი. ნათელა ინასარიძე ზვიად გამსახურდიასთან ერთად მუშაობდა კონსტანტინე გამსახურდიას ათტომეულზე, იყო ცნობილი მწერლების მურმან ლებანიძის, ანა კალანდაძის, მუხრან მაჭავარიანის, ოთარ ჭილაძის და სხვათა საიუბილეო თუ ცალკეული რჩეულების რედაქტორი. დაჯილდოებული იყო ორდენით, მედლებითა და საპატიო სიგელებით. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.171 Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

