The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ჭიჭინაძე

რევაზ ჭიჭინაძე
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1928
გარდაცვ. თარიღი:2007  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1956 წელს.

მუშაობდა გაზეთების: "ზარია ვოსტოკასა" და "კომუნისტის" შტატგარეშე კორესპონდენტად; სხვადასხვა დროს იყო გაზეთების: "კომუნისტი" (მისი დამატების, "სოფლის მეურნეობის") და "თბილისი" – ლიტმუშაკი; გაზეთ "საქართველოს მეხანძრის" რედაქტორის მოადგილე; ჟურნალ "საქართველოს ხელოვნების" რედაქტორის მოადგილე; საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის მდივანი; ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის საგაზეთო–საჟურნალო განყოფილების უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე; "საქწიგნის" მმართველი; ყოფ. სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს გამოცემათა ქართული ჯგუფის უფროსი; ასოციაცია "მონკავშირის" პრეზიდენტი და ჟურნალისტური კლუბის "საფიხვნოს" ვიცე–პრეზიდენტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1973). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.252; რეზო ჭიჭინაძე : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2007. - 1 აგვისტო. - N146 (5747). - 15გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: