| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჟიულ მურიე![]()
ბიოგრაფია1878 წლიდან ფრანგული ენის მასწავლებლად მუშაობდა ჯერ თბილისში მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძის, შემდეგ ზუგდიდში ნიკო დადიანის ოჯახში. ამ პერიოდში დაინტერესდა კავკასიის ხალხების კულტურით. 1884 წელს საკუთარი თხოვნის საფუძველზე საფრანგეთის სახალხო განათლების სამინისტროსგან მიიღო კავკასიის სიძველეების კვლევის მინდობილობა. კავკასიაში დაბრუნებული მურიე ბევრს მოგზაურობდა, რეგიონის სხვადასხვა კუთხეში ატარებდა არქეოლოგიურ კვლევებს და აგროვებდა სიძველეების აღწერილობებს. თავისი კოლექცია მურიემ საფრანგეთში გააგზავნა და პარიზში, ტროკადეროს ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსდა. ამ პერიოდში მურიემ გამოაქვეყნა ორიგინალური ნაშრომები: "ხელოვნება კავკასიაში" (1883), "სამეგრელო (ძველი კოლხიდა)" (1883), "ეჩმიაძინის ბიბლიოთეკა და სომხური ხელნაწერები" (1885), "შოთა რუსთაველი" (1886), "სამრეწველო ხელოვნებანი კავკასიაში" (1886), "რელიგიური ხელოვნება კავკასიაში" (1887), "ბათუმი და ჭოროხის აუზი" (1887), "კავკასიური ზღაპრები და ლეგენდები" (1888) და სხვ., თარგმნა სულხან-საბა ორბელიანის არაკები (1885), თათარხან დადეშქელიანის "შუა საუკუნეების ქართული არმია" (1886), სულხან ბარათაშვილის "საქართველოს ისტორია" (1886). თბილისში გამოსცემდა საქართველოს პრესის ისტორიაში პირველ ფრანგულენოვან ჟურნალებს: La Revue Commerciale et Industrielle du Caucase ("კავკასიის სავაჭრო და სამრეწველო ჟურნალი"; 1887-1888), Le Caucase Illustré ("ილუსტრირებული კავკასია"; 1889-1892, 1899-1902). მურიეს მიმართ ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო: ერთი მხრივ აფასებდნენ მის ღვაწლს ქართული კულტურის ძეგლთა დაცვა-შესწავლისა და ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში, მეორე მხრივ სწყინდათ, რომ სათანადოდ არ აფასებდა რუსთაველის პოემას და ერთ-ერთ წერილში (1884) სკეპტიკური მოსაზრება გამოთქვა ქართველებს შორის განათლების გავრცელების პერსპექტივებთან დაკავშირებით. 1904 წელს მურიე საფრანგეთში დაბრუნდა. მისი შემდგომი ბედი უცნობია. ფრანგი პუბლიცისტი, გამომცემელი, მოგზაური. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები დამოღვაწეები: nateba.webbreeze.net ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

