The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრო კანდელაკი

ანდრო კანდელაკი
ოფიციალური სახელი:არქიპო კანდელაკი
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1895
გარდაცვ. თარიღი:1975  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნიკორწმინდა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის რეალური სასწავლენელი 1916 წელს; მოსკოვის პეტროვორაზუმოვსკის აკადემია (შემდგომში ტიმირიაზევის სახელობის აკადემია) 1920 წელს; ჰალეს უნივერსიტეტი (გერმანია). 

1934 წელს მისი ინიციატივით სოფელ ნიკორწმინდაში დაარსდა საშუალო სკოლა და მის პირველ დირექტორადაც დაინიშნა. პარალელურად, გერმანულ ენას ასწავლიდა ამბროლაურის ახლად გახსნილ პედაგოგიურ ტექნიკუმში. ის შემოქმედებით-მეცნიერულ მოღვაწეობასაც ეწეოდა, ღირსეულ და გამოჩენილ პედაგოგთა შესახებ შექმნა პოპულარული ხასიათის მონოგრაფია, წარმოაჩინა დავით კლდიაშვილის, ვლადიმერ ჭელიძის, სიმონ, მალაქია და ვასილ ჯაფარიძეების, გიორგი კენკაძის, პლატონ წულუკიძის, ლონგილოზ კიკვაძის, ვასილ ანდღულაძის ღვაწლი და დამსახურება. მოგვიანებით  გადმოვიდა ქ. თბილისში და სხვადასხვა წლებში მუშაობდა 44-ე, 47-ე და 55-ე საშუალო სკოლებში; ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1947 წელს გადაიყვანეს საქართველოს განათლების სამინისტროში გერმანული ენის სპეციალისტად. არქიპო კანდელაკის პედაგოგიური და საზოგადიებრივი მოღვაწეობა ღირსეულად დაფასდა სახელმწიფოს მხრიდან, დაჯილდოებული იყო არაერთი ორდენით, მედლითა და საპატიო წოდებით.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.173-174

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1954 - ლენინის ორდენი
  • 1949 - წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული პედაგოგი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: