| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შუქურა ინასარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1961 წელს. 1961-1967წწ. საქართველოს კინო-ფოტო-დოკუმენტების ცენტრალურ სახელმწიფო არქივი, ფონდების მცველი; 1967-1974წწ. კინო-ფოტო-დოკუმენტების განყოფილების გამგე; 1974-1982წწ. არქივის დირექტორის მოადგილე; 1982-1991წწ. კინო-ფოტო დოკუმენტების არქივის დირექტორი; 1991-1996წწ. სამეცნიერო-საწარმო გაერთიანება "მემატიანე"; 1991-1993წწ. პირველი კატეგორიის სპეციალისტი; 1993-1996წწ. საორგანიზაციო განყოფილების უფროსი; 1996-2006წწ. საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე; 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატის უფროსი სპეციალისტი. გამოქვეყნებული აქვს ოცამდე სამეცნიერო ნაშრომი არქივმცოდნეობისა და დოკუმენტთმცოდნეობის საკითხზე, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის განკუთვნილი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.172 Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

