| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარია პანოვა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სამედიცინო ინსტიტუტი 1903 წელს და უმაღლესი პედაგოგიური (ბესტუჟევის) კურსები. ქ. სტავროპოლში გაიცნო და ცოლად გაჰყვა ცნობილ ქართველ პედაგოგს, განმამათლებელსა და საზოგადო მოღვაწეს მიხეილ ზაალიშვილს. იგი 1905-1917 წლებში იყო გორის ქალთა გიმნაზიის უფროსი, ასევე მუშაობდა ექიმადაც. 1917 წლის შემდეგ მარია პანოვა შვილებთან ერთად რამდენიმე წელი ცხოვრობდა ქ. სტავროპოლში, შემდეგ ისევ დაბრუნდა საქართველოში. მიხეილ ზაალიშვილის მეუღლე, ნინო და ირინე ზაალიშვილების დედა. წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები. კრ. 2/საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმი, რედაქტორი ალ. შვანგირაძე. -თბ., 1955.-გვ.263; დაკარგული ისტორია : მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ.-თბ.,2017.-გვ.391
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

