The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია კერვალიშვილი

გია კერვალიშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი კერვალიშვილი
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1958  (67 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჟოშხა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1985 წელს.

1981-1988წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტთა განთავისუფლებული პროფკომიტეტის თავმჯდომარე; პარალელურად, 1983-1985წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სანიტარულ-ეპიდომიოლოგიური სამმართველოს უფროსი იყო; 1986 წლიდან დაინიშნა ქ. თბილისის მერიის სადენზიფექციო სადგურის გენერალურ დირექტორად; 1988-1992წწ. ფტიზიატრია-ფილტვის ქირურგიის კათედრა, ასისტენტი; 1992-1994წწ. ქ. თბილიოსის N1 კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერი, ექიმი დემატოლოგ-ვენეროლოგი; 1994 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო ნაწილის ექიმი-ინსპექტორი; აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, "რესპუბლიკური საავადმყოფოს" და "გორის სამედიცინო ცენტრის" დერმატო–ვენეროლოგი.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.190


გააზიარე: