The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა ღონღაძე

ნანა ღონღაძე
Date of birth:1946  (80 years)
Category:Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1969 წელს.

სტუდენტობის პარალელურად, ნ. ღონღაძემ, როგორც მოდელმა, ქართველი დიზაინერების ტანსაცმლის კოლექციათა ნიმუშები სამ საერთაშორისო გამოფენაზე, ბულგარეთში (1966), მოსკოვში (1967) და თურქეთში (1968); იგი 1969-1972წწ. იყო საქართველოს ხალხურის ცეკვის აკადემიური დამსახურებული ანსაბლის ბალეტის მსახიობი; 1973 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის დიქტორად, რედაქტორად, კორესპონდენტად, კომენტატორად და მთავარ რედაქტორად; აშუქებდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ მოვლენებს, ასევე ბუნებრივ კატაკლიზებს; მის მიერ რუსულ ენაზე მომზადებული გადაცემები საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზიისა და ინტერვიზიის პროგრამებში გადაიცემოდა; 1989-1993წწ. დაინიშნა საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზიის საკორესპონდენტო განყოფილების გამგის თანამდებობაზე; იგი, როგორც ცენტრალური ტელევიზიის საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში, ყოველდღიურად აწვდიდა მრავალმილიონიან აუდიტორიას ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ; აშუქებდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას, საქართველოს გარდამავალ პერიოდს, პირველი ეროვნული მთავრობის და პრეზიდენტის არჩევნებს, სამოქალაქო სამხედრო დაპირისპირებას და ეთნიკურ კონფლიქტებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში; 1993 წელს საბჭოთა ტელევიზიის დახურვის შემდეგ, მან მოღვაწეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელა; 1994-1996წწ. მუშაობდა კორესპონდენტად რუსულ-ამერიკულ სატელევიზიო მაუწყებლობა WMNB-ში; მისი დოკუმენტური ფილმი აფხაზეთის ომზე -" საბჭოთა მემკვიდრეობა" ნაჩვენები იყო WMNB TV-ზე, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში და ასევე ვაშინგტონის და ლიის უნივერსიტეტში; 1996-1997წწ. იყო მოლდოვაში USAID-ის პრივატიზაციის პროექტის სატელევიზიო გადაცემების კოორდინატორი; 1997 წლიდან 15 წლის განმავლობაში, თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაცია "SCOLA"-სთან და აწვდიდა მათ ქართული ენის შემსწავლელთათვის ვიდეო ჩანაწერებს; 1997-2003წწ. მუშაობდა სატელევიზიო კომპანია "Global Village Communications"-ის ტელეპროდიუსერად, მან ხუთჯერ მოიპოვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი, რომლითაც მოამზადა გადაცემათა სერია "ამერიკის პოლიტიკური სისტემა"; აშუქებდა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებს და სატელევიზიო ფორუმებს, ნატოს 50-ე წლის იუბილეს ვაშინგტონში, სამხედრო ვიზიტებს პენტაგონიდან, ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის საარჩევნო კამპანიას; ნ. ღონღაძე ასევე იყო აკრედიტებული ჟურნალისტი თეთრ სახლში, ამერიკის კონგრესსა და ჰოლივუდში, იგი მაყურებელს აცნობდა რიგითი ამერიკელების ყოველდღიურ ცხოვრებას და ქართული დიასპორის მნიშვნელოვან მოვლენებს; 2003-2008წწ. ღონღაძე მოღვაწეობდა "Voice of America (VOA) Eurodivison"-ის დეპარტამენტის ვიდეოჟურნალისტად,  იგი, როგორც დამოუკიდებელი პროდიუსერი ქმნიდა ვიდეოფილმებს: "სტალინური მოზაიკა", "დავით ჭავჭავაძე", "პრიმა ბალერინა თამარ თუმანიშვილი", "მაიაკოვსკის ქალიშვილი" და სხვ.; 2019 წელს გამოსცა წიგნი "ცხოვრება პუანტებზე - XX საუკუნის პრიმა ბალერინა" - ცნობილ ამერიკელ პრიმა ბალერინაზე და ჰოლივუდის კინომსახიობ  თამარ თუმანიშვილზე; ნ. ღონღაძის მონაწილეობით 2024 წელს შეიქმნა დოკუმენტური ფილმები: "დათო ბოლქვაძე" - ახალგაზრდა ქართველ ოპერატორზე, ცეკვის რაინდ ქორეოგრაფ ბუხუტი დარახველიძეზე, ასევე ვიდეომოგონების პრემიერა ცნობილ, ქართველ მუსიკათმცოდნე ევგენი მაჭავარიანზე (თბილისის კონსერვატორიაში შედგა 2025 წლის 18 ივნისს). ტელეპროდიუსერი და დოკუმენტური ფილმების რეჟისორი.

Awards and Honors

  • 2025 - ნიკო ნიკოლაძის პრემია
    ქართულ ჟურნალისტიკაში პროფესიული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 2025 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

Bibliography


Share: