The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარასი მომცემლიძე

ტარასი მომცემლიძე
დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:30 აპრილი, 1904  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, საზოგადო მოღვაწე, ფოტოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭელიაღელე, ამბროლაურის რაიონი.

მუშაობდა ალექსანდრე როინაშვილის ფოტოსახელოსნოში, შემდეგ საკუთარი ფოტოატელიე გახსნა. მეოცე საუკუნის ცხრაასიან წლებში თავის სოფელში საქველმოქმედო მიზნით, სკოლებსა და ბიბლიოთეკებში საღამო-წარმოდგენებს მართავდა. ტარასი მომცემლიძემ პირველმა შეადგინა, დახატა და გამოსცა "ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა სურათების ჯგუფი" ერთ ფურცლად (რასაც იმ ხანად დიდი ეროვნულ-კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა), პირველმა აღადგინა ნიკოლოზ ბარათაშვილის სურათი და სხვ. 1901 წლის 10 აგვისტოს "ივერიაში" გამოქვეყნებული წერილი გვამცნობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოტოგრაფიის განყოფილების გამგის, მხატვარ ტარასი მომცელიძის მიუნხენის უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში სავარაუდო გამგზავრების შესახებ. ტარასი მომცელიძე საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერებიდან მინიატურების ნიმუშების შესწავლითაც იყო დაკავებული. გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 1904 წლის 30 აპრილს.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.369; ტარასი მომცემლიძის გარდაცვალების გამო : სამგლოვიარო განცხადება //ცნობის ფურცელი.- თბილისი,1904. 1 მაისი.-N2483.-გვ.1; ქართველი მხატვრები გასული საუკუნის პრესაში / ნანა მირცხულავა // ლიტერატურა და ხელოვნება.-თბილისი, 2009.-1512-3189 N 9.-გვ.60


გააზიარე: