The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევგენი კერვალიშვილი

ევგენი კერვალიშვილი
დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:1991  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ჟოშხას სასაფლაო, ამბროლაურის რაიონი
კატეგორია:ექიმი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჟოშხა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა ამბროლაურის პედაგოგიური ტექნიკუმი 1934 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1940 წელს.

1934-1935წწ. მუშაობდა სოფელ ჭრებალოს საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად; 1941-1945წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, მთელი ომის პერიოდი ფრონტზე გაატარა, ბოლოს კი ქ. კალინინგრადის (ყოფილი კენისბერგი) საერთაშორისო ტყვეთა ბანაკის მთავარი ექიმი იყო; 1946-1955წწ. ონის რაიონის სოფელ სორის საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1955-1991წწ. ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოს საავადმყოფოს მთავარი თერაპევტი.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.191


გააზიარე: