| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ერასტი ჩოლოყაშვილი![]()
Biographyერასტი ზაალის ძე ჩოლოყაშვილი (კავკასიის ომების მინაწილე, გენერალ-მაიორი ზაალ ჩოლოყაშვილი კახეთში, სიღნაღში – ჭიაურის დიდ მამულებს ფლობდა) საკმაოდ წარმატებული მეურნე იყო. მის მიერ გამოგონებულმა საცეხვე მანქანა, რომელიც 1875 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის აკლიმატიზაციის ბაღში გამოიცადა, სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ მანქანამ კავკასიის მემამულეთა ყურადღება მიიპყრო, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელი იყო ცეხვის დაჩქარებაც და გაიაფებაც ("დროება", 1875). ერასტი კარგად იყო გათვითცნობიერებული ქვეყნის ეკონომიკის საკითხებში. მან ჯერ კიდევ XIX საუკუნის 70-იან წლებში კახეთში რკინიგზის გაყვანის საკითხი წამოჭრა. მისი მნიშვნელობის შესახებ 1873 წელს გამოაქვეყნა ბროშურა სათაურით "რკინიგზის აშენების საქმე ამიერკავკასიაში." ამავე პერიოდიდან სწრაფად ვითარდებოდა რუსეთის სარკინიგზო ქსელი. ამ საქმეში ორჯერ მეტი თანხა იყო დაბანდებული, ვიდრე მძიმე მრეწველობაში. კერძო სარკინიგზო საზოგადოებები მთავრობის მხარდაჭერით იქმნებოდა. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით წამოიჭრა რკინიგზის გაყვანის საკითხიც. "სახალხო გაზეთი" იუწყებოდა: "მასალა, რომელიც გამოუქვეყნებია განსვენებულს – ერასტი ჩოლოყაშვილს 40 წლის წინად, იმდენად საყურადღებო და საინტერესოა, რომ ყოველი არასპეციალისტიც კი ბევრ საინტერესოს ნახავს ამ წიგნში. გარდა ამისა, წიგნში ჩართულია ბევრი სასტატისტიკოსო-საეკონომიო საბუთი და ცნობები. ავტორს გაუთვალისწინებია ის გარემოება, თუ რა დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენს ეკონომიურ ცხოვრებაში კახეთის რკინიგზას" ("სახალხო გაზეთი", 1913). 1883 წლის 4 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის დეპუტაცია, შემდეგი შემადგენლობით: ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე, ივანე ამილახვარი, ალექსანდრე საგინაშვილი, ივანე ორბელიანი, იასე ანდრონიკაშვილი, ნიკოლოზ, დიმიტრი და ილია ჭავჭავაძეეები, ნიკოლოზ და ერასტი ზაალის ძე ჩოლოყაშვილები, რომელთაც დავით სუმბათაშვილი ხელმძღვანელობდა, რკინიგზის სადგურში გზათა მინისტრ კონსტანტინე პოსეტს დახვდნენ და კახეთის რკინიგზის პროექტის დამტკიცება სთხოვეს. 1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით თბილისის გუბერნიის საგლეხო საქმის სამმართველოს წევრი, თავადი ერასტი ჩოლოყაშვილი სასამართლოს მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნეს. დიმიტრი ჩოლოყაშვილის მამა. წყარო: დიმიტრი ჩოლოყაშვილი : (1868-1938) / ქეთევან მუშკუდიანი. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე = Bulletin of the Georgian National Museum.-თბილისი, 2010.-ტ. 1 (46 B).-გვ.402; Forbes Georgia-ქართული ბიზნეს-გამოცემა: ამბავი №6 – თავად ჩოლოყაშვილის "მაშინა"; დღიური : ერასტი ჩოლოყაშვილის მიერ გამოგონილი სალეწი მანქანის გამოცდა // დროება.-თბილისი,1875.- 24 ოქტომბერი.-N121.-გვ.1-2; ka.rodovid.org Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

