The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა გზირიშვილი

ნათელა გზირიშვილი
დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1932  (93 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1955 წელს.

1955-1961წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ლაბორანტი, პროფესორ ალექსანდრე ბაკურაძესთან; 1961-1969წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1969-1972წწ. საქართველოს რესპუბლიკის თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 1972 წელს საკავშირო უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ მიანიჭა უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის წოდება - "პათოფიზიოლოგიის" სპეციალობით; 1972-1983წწ. საქართველოს ფიზიოლოგიის ინსტიტუტის პრიმატების ქცევის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იწყებს მუშაობას იმ დროისათვის მეცნიერების ახალ დარგში-ნეიროენდოკრინოლოგიაში; 1983-1995წწ. რადიობიოლოგიისა და რადიაციული ფიზიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995 წლიდან იგი აკადემიკოსების ივანე ბერიტაშვილისა და პეტრე ქომეთიანის ხელმძღვანელობით აქვეყნებს თავის სამეცნიერო ნაშრომებს; ავტორია 30 დაბეჭდილი ნაშრომისა, მათგან ერთი მონოგრაფიაა, რომელიც ცნობილ პათოფიზიოლოგთან, პროფესორ კონსტანტინე ცინცაძესთან თანაავტორობით დაიბეჭდა რუსულ ენაზე - "სისხლის ქოლესტერინის დონის ქერქული რეგულაცია" (1969, თბილისი); მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო კონფერენციასა და ყრილობაზე;ცნობილი ბიოლოგი, პათფიზიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1967). ცნობილი უროლოგების ალექსანდრე გზირიშვილისა და თამარ ოჩიგავა-გზირიშვილის შვილი. 

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.817-818 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1995-)

გააზიარე: